ფოთში გამოკვლეულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთში, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ბიჭთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის შედეგებიცნობილია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში 22 ადამიანის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი და არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

"ეპიდემიოლოგებმა გუშინ მოიკვლიეს 22 კონტაქტი. მათი ნიმუშები გუშინვე გავაგზავნეთ ლაბორატორიაში "პისიარ“ კვლევისათვის. მივიღეთ პასუხები და ყველა უარყოფითია, არც ერთ მათგანს "კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

რაც შეეხება პაციენტს, ის შესაბამისი პროფილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში "კოვიდ 19“ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს