ბათუმში, მოხუცთა პანსიონატში კორონავირუსი 5 ბენეფიციარს და 1 თანამშრომელს დაუდასტურდა - დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული

ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსით დაინფიცირებული ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი.

როგორც თავშესაფრის ხელმძღვანელმა დეკანოზ იოანე ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თავშესაფრის ბენეფიციარების დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ინფიცირებულია ამავე დაწესებულების თანამშრომელიც, რომელიც 2 სექტემბრის შემდეგ შვებულებაშია.

დეკანოზის თქმით, თანამშრომელს ხანდაზმულებთან 2 სექტემბრამდე კონტაქტი ჰქონდა, თუმცა მოხდა თუ არა დაინფიცირება აღნიშნული თანამშრომლისგან, უცნობია.

"ხუთი ხანდაზმული დაინფიცირდა, მათი მდგომარეობა სტაბილურად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჩვენთან პერიოდულად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოდიოდნენ და შესაბამის გამოკვლევებს აწარმოებდნენ. ბოლოს რამდენიმე დღის წინ, ნიმუშები აგვიღეს და ეპიდემიოლოგები რეკომენდაციები გასცენ. ხუთს დაუფიქსირდა ერთდროულად, მათი ოთახები დაკეტილია, რადგან დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

ამასთან, დაინფიცირებულია ჩვენი თანამშრომელი, რომელიც 2 სექტემბერს შვებულებაში გავიდა. თანამშრომელს 2 რიცხვამდე ჰქონდათ კონტაქტი ამ ადამიანებთან.

2 სექტემბრის შემდეგ ჩვენთან კარანტინი გამოცხადებული, ჩაგვიტარდა ტესტი და რეკომენდაციები მივიღეთ. ყველა თანამშრომელს აუღეს ანალიზი და ველოდებით, პასუხებს. დაწესებულებაში ამ დროისათვის 120 ხანდაზმული გვყავს ", - აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი დეკანოზი იოანე ბარამიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა