თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა - ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საკალმახის ადგილზე სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ექსპერიმეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საკალმახის მნიშვნელობაზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა უნდა ისაუბრონ.

რაც შეეხება, 23 წლის პროგრამისტის, თამუნა ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს რომ საკალმახე „კარგი ადგილია შავბნელი საქმეებისთვის“ მიხეილ რამიშვილი აცხადებს რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ყველაფერი საინტერესოა, „ყველგან ყველაფერი შეიძლება იყოს შავბნელი“.

„ამ საქმეში ყველაფერი საინტერესოა. ყველგან ყველაფერი შეიძლება იყოს შავბნელი. იქ საკალმახე არის, ისეთი ადგილია... ვნახოთ, გამოძიება რას გამოიმუშავებს, ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება. ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღესვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

როგორც ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები თეთრიწყაროს ტყეში მიმავალი გზის შესწავლას დაიწყებენ იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.

ამასთან, დღეს პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ობიქტური გამოძიების ფარგლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაიგეგმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა