ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, PCR ტესტირება ჩატარდა

ბათუმში საპატრიარქოსთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში მყოფ მობინადრეებს და თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, ყველა პირის ტესტის პასუხი უარყოფითია.

თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული, დაწესებულება კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია თავშესაფრის 5 ხანდაზმული და ერთი თანამშრომელი.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინფიცირების წყარო უცნობია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა