კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან, ერთი რუსთავში, სამი კი გარდაბანში დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავში, სამი კი გარდაბანში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, რუსთავში დადასტურებული შემთხვევა კლინიკათა ქსელ „ავერსის“ რუსთავის ფილიალის კლასტერს მიეკუთვნება, გარდაბანში, ერთი - დადასტურებულ პირთან კონტაქტია, ორზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.

„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში რუსთავიდან გადაგზავნილი 150 ნიმუშიდან ყველა უარყოფითი იყო კორონავირუსზე, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი „ავერსის“ კლასტერს მიეკუთვნება და ინფიცირებული პირის კონტაქტია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ამიტომ კონტაქტები გამორიცხულია. რაც შეეხება გარდაბანს, ერთი უკვე დადასტურებულ პირთან კონტაქტია, 2-ზე ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო