ახალციხეში რამდენიმე უბნისა და სოფლის წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ახალციხეში რამდენიმე უბნისა და მიმდებარე სოფლების - მინაძეს, ჭაჭარაქის, ივლიტასა და აბის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, პროექტი ასევე მოიცავს აბის დასახლების წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობას და მისი სავარაუდო ღირებულება 11,000,000 ლარია.

„ ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 თვეში უნდა დაასრულოს.

არსებული მდგომარეობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, ხშირია ქსელის დაზიანების ფაქტებიც. ზოგ უბანში კი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის არარსებობის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყალი სხვადასხვა მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი. ახალციხის წყალმომარაგება ხორციელდება ურაველის სათავე ნაგებობიდან, შესაბამისად, ობიექტის დაზიანების შემთხვევაში, ქალაქს დროებით წყლის გარეშე დარჩენის საფრთხე ექმნება.

სამუშაოები ითვალისწინებს ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, ჭაჭარაქის წყლის სათავე ნაგებობაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემკრებ ჭას, მოეწყობა საქლორატორო, გამანაწილებელი ქსელი და სატუმბი სადგური.

რაც შეეხება აბის დასახლებას, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების სისტემას. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ დასახლებაში არ არსებობს კანალიზაციის ცენტრალური სისტემა. მიუხედევად იმისა, რომ ქალაქ ახალციხეში, ახალციხელის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე აშენდა წყალარინების სისტემა, დარჩენილია დაახლოებით 55-მდე აბონენტი, რომლებიც არ არიან დაერთებული არსებულ მილზე. პროექტის განხორციელების შემდეგ კი დარჩენილი აბონენტებიც შეძლებენ წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული დასახლების მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი“,-აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო