„ღირსეული პარტნიორი 2020"-ის ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა

მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2020" ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოცეულებმა თავდაცვისა და შეტევის ოპერაციები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულისა და რქბ დაცვის ასეულის მხარდაჭერით განახორციელეს.

„სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული „ჰამერები“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა "კობრა" და საინჟინრო ბატალიონის გამრღვევი მანქანა.

სცენარის თანახმად, მოწინააღმდეგემ ერთ-ერთ რაიონში ქიმიური ქარხანა დაიკავა, რის გამოც აღნიშნულ ლოკაციაზე შეტევის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ქიმიურ ქარხანაში მომწამლავი ნივთიერების გაჟონვა მოხდა, რამაც მომუშავე პერსონალის ინტოქსიკაცია და გარემოს დაბინძურება გამოიწვია. ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ, დაშავებული პერსონალის გამოყვანა და „ამბულანსებით“ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა რქბ ასეულმა უზრუნველყო. ტექნიკასა და გარემოს კი, დეკონტამინაცია ჩაუტარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა