აჭარაში ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნები, ფეხმძიმეები, მედიკოსები და პედაგოგები არიან

აჭარაში ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნები, მედიკოსები და ფეხმძიმე ქალები არიან, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ნონა ეფაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

" აჭარაში 124 შემთხვეევიდან 5 შემთხვევა კარანტინს უკავშირდება, ინფიცირებულთა უმრავლესობა კი არის გასულ დღეებში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში და მიმდინარეობდა მათი მიზნობრივი კვლევები, ინფიცირებულთაგან 10 არასრულწლოვანია, არის რამდენიმე ორსული ქალბატონი, არის მედიკოსთა და პედაგოგთა ინფიცირების შემთხვევებიც. სიტუაცია კონტროლირებადია და ყველა საეჭვო კონტაქტის მოძიება და კვლევა ხდება ორგანიზებულად", -განაცხადა ნონა ეფაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს