კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი - კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი, სამი კლასტერი გვაქვს

კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი და მართვადია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

მისი თქმით, სოფელ მატანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება.

„რაც შეეხება კახეთში არსებულ ეპიდსიტუაციას, ისევ 3 ცხელი წერტილი, სამი კლასტერი გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. დაახლოებით 750 ნიმუში აიღეს მატანში. მთლიანად, კახეთის რეგიონში, როგორც გეგმური, ასევე სხვა რისკ-ჯგუფებიდან - 169 ნიმუში“, - აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი განმარტებით, ლაგოდეხში უფრო სტაბილური სიტუაციაა, რადგან ამჯამად თვითიზოლაციაში 2 ოჯახი იმყოფება.

„ ვფიქრობ, რომ ლაგოდეხში უფრო სტაბილური სიტუაციაა, რადგან ახალი კონტაქტები და ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. მხოლოდ 2 ოჯახია, როლებიც თვითიზოლაციაში იმყოფება. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის 5 შემთხვევა, რომელიც გვაქვს, აჭარიდან არის შემოტანილი და შეიძლება არც ჩვენს შემთხვევებად ჩაითვალოს. ყველა მათგანი აჭარაში იმყოფებოდა და ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ ვირუსი. რაც შეეხება ველისციხეს, დღეს ველოდებით კონტაქტების შედეგებს, რომელიც გუშინ ღამით გაიგზავნა. ამ კონტაქტების შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ველისციხის კლასტერთან დაკავშირებით.

გუშინ ღამით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ აღებული 63 ნიმუში გაიგზავნა. რაც შეეხება მატანს, იქ დღესაც გრძელდება გაფართოებული ტესტირება“,- აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვებს კი ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ.

„ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს სიმპტომები თითქმის არ აქვთ მშობლებისა და უფროსებისგან განსხვავებით. ჩვენი კლასტერიდან არცერთი მძიმე პაციენტი არ არის“,-აცხადებს ხიზანიშვილი.

მისი თქმით, რეგიონში აბსოლუტურად ყველა სკოლა შემოწმდა და მიეცათ უფლება, რომ სწავლა დაიწყონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა