სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განახლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

„ძვირფასო პედაგოგებო,მოსწავლეებო, მშობლებო მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება.ვულოცავ პირველკლასელებს, პირველ ნაბიჯებს დგამთ სკოლაში მინდა გისურვოთ დიდი განათლების მიღება ქვეყნის საკეთილდღოდ. მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას, სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, გრძელი და საინტერესო გზის დაწყება. ჩვენს ქვეყანას განათლებული და ძლიერი ახალგაზრდები სჭირდება, ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ და მომავალი თქვენს ხელშია. სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს და მასწავლებლებს. ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენი რეგიონის მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს.

სასწავლო წელი მოულოდნელობებით იყო სავსე, თუმცა პედაგოგებმა გამოწვევას თავი კარგად გაართვეს, რისი წყალობითაც მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები წარმატებით დაძლიეს რეგიონის პედაგოგებს დიდი მადლობა დისტანციური სწავლების პროცესში გაწეული დაუღალავი შრომისთვის! საქართველოს მთავრობა და განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესის დასაწყებად. მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ამისათვის ინტენსიურად მუშაობდა. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განახლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც!," - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა