ივანე ჩხაიძე - ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრიდან რესპირაციული ვირუსების მატებაა მოსალოდნელი. მისი განმარტებით, „თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდა, ეს მდგომარეობა გაცილებით უფრო სერიოზული იქნება და ძალისხმევა მიმართული იქნება არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის, არამედ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდაც“.

„შეგვიძლია არა მხოლოდ მიახლოებით, არამედ ზუსტად ვთქვათ ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს აქვს, რომ ნოემბრიდან დაიწყება რესპირაციული ვირუსების მატება, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების. ასე, რომ ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში ჩვენ გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით“,-ახადებს ივანე ჩხაიძე.

მისი შეფასებით, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მატება უფრო მეტ გადაადგილებას და გაფართოებულ ტესტირებას უკავშირდება.

„ზაფხული ასოცირებულია უფრო მეტ გადაადგილებასთან, მეტ მობილობასთან, შესაბამისად, ასეთი ციფრი მივიღეთ. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამის ერთ-ერთი ახსნა შესაძლებელია იყოს ტესტირების გაზრდილი რაოდენობა. დასაწყისში ტესტირება რადენიმე ასეული იყო, ახლა კი, დღის განმავლობაში 10 ათასამდე ტესტის გაკეთება შეიძლება, რამაც რასაკვირველია, შემთხვევების მატება გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაგრძელდება თუ არა ასეთივე ტემპით ზრდა. ბოლო რამდენიმე დღეა თითქმის ერთ და იგივე მაჩვენებელზე ვრჩებით. თუ მომდევნო დღების განმავლობაში, ეს ზრდა არ იქნება, შეიძლება ჩავთალოთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ პიკს, მაქსიმუმს და ამის შემდეგ მოსალოდნელია სტაბილური მატება ან შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებული არ ხდება. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში ზაფხულის შემდეგ შეინიშნება ინფიცირების რიცხის მატება”, -აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა ინფიცირებულების რაოდენობა, არამედ ის, თუ რამდენია მათ შორის მძიმედ მიმდინარე შემთხვევა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ამჟამინდელი სიტუაცია ჰოსპიტალურ სექტორს განსაკუთრებულ დატვირთვას ვერ შეუქმნის.

„მძიმედ მიმდინარე შემთხვევად ვაფასებთ პაციენტებს ფილტვების ანთებით და განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას საჭიროებენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შემთხევების რადენობის მატების მიუხედავად, ეს შემთხვევები განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. ასე, რომ ის თანაფარდობა, რაც საქართველოში დღემდე იყო, აბსოლუტური უმრავლესობა 80 %-ზე მეტი მსუბუქი და საშუალო და სულ 3%-ია კრიტიკული, ეს ახლაც შენარჩუნებულია. ასე, რომ მატების მიუხედავად, ეს ვერ შეუქმნის განსაკუთრებულ დატვირთვას ჰოსპიტალურ სექტორს“,-აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება, გაიზრდება რისკი იმისა, რომ პროპორციულად მოიმატებს მძიმე შემთხვევების რაოდენობაც.

„რისკი და საფრთხე არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - თუ 100 შემთხვევიდან ნახევარი მაინც იქნება მძიმე. რაც კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, კატეგორიულად გამორიცხულია. კორონავირუსი არ გახლავთ ის ვირუსი, რომლის მიმდინარეობაში მძიმე შემთხვევები ჭარბობს. ასაკობრივი ჯგუფების მიუხედავად, ის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც დღეისთვის არის, მიუთითებს იმას, რომ კორონავირუსის აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ასე, რომ 100 და 150 შემთხვევის მართვა სავსებით შესაძლებელია. ამ შემთხვევების გაორმაგებისა და გასამმაგების შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ პროპორციულად მოიმატებს მძიმე შემთხვევების რაოდენობა, რაც ჰოსპიტალურ სექტორს დააწვება, რა თქმა უნდა, არსებობს“,-აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა