კახა კუჭავა ივანიშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარის განცხადებაზე - დარწმუნებული ვარ ვიოლა ფონ კრამონს აზრს შევაცვლევინებთ და მივახვედრებთ, რომ ამ შეფასებაში ცდება

დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონსაც ამ აზრს მალე შევაცვლევინებთ და მივახვედრებთ, რომ ამ შეფასებაში ცდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, „მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას".

„თუნდაც, ერთი წლის წინ რომ გავიხსენოთ, ასეთი გზავნილები უფრო მეტი იყო, მაგრამ შევძელით, რომ მათთან მუშაობით და განხორციელებული რეფორმებით ყველა დაგვერწმუნებინა, რომ ცდებოდნენ", - განაცხადა კუჭავამ.

მისივე განმარტებით, გუშინ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასების კთხით ევროპარლამენტში დებატები ჩატარდა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ძალიან უნდა ეცადო, რომ ევროპარლამენტში დებატები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში როგორმე ნეგატიურში გაიყვანო.

„ამას მიუთითებს ის განცხადებები, ვინც დებატებისას გამოვიდა და განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ, თუ რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ამ გზაზე ქვეყანამ გაიარა. რაც ყველაზე მთავარი იყო, საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილები, რომელიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, იყო შენიშვნები და მოსაზრებები, რომ კონკრეტული მიმართულებების გათვალისწინებით საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების თვალსაზრისით. იყო ორი პარლამენტარი კრიტიკული გზავნილებით, მაგრამ 700 ევროპარლამენტარიდან ორის კრიტიკული განცხადება და სურვილი, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება უკეთესი გაკეთებულიყო, არათუ მისაღებია, აუცილებელია გავითვალისწინოთ და ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს.

სასამართლოსთან დაკავშირებით მოვისმინეთ ასევე საინტერესო განმარტება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც ნახსენებია, რომ იმ რეფორმებს მიესალმებიან, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ, თუმცა ისურვებენ, რომ რეფორმების ტალღა არ შეწყდეს და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდოს. სასამართლოს მეოთხე ტალღა ამ მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა, მთავარია ახლა, ეს ზუსტად იყოს აღსრულებული და უფრო მეტი მიღწევები იყოს", - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავას თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მათი მომხრეების მხრიდან გაკეთებული „ერთი-ორი კრიტიკული ნათქვამით“ გადაფარონ ის დიდი პოზიტივი, რაც ანგარიშს აქვს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს, განაცხადა, რომ "მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს".

მისი თქმით, საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა კოვიდ-19-თან ბრძოლაში.

"ამ ბრძოლაში ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე მილიონი ევროთი დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგიერთი პრობლემა კიდევ დასაძლევია. საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, საგარეო კუთხით კი რუსეთის უწვეტი ჰიბრიდულ ომი ქვეყნის სუვერენიტეტს სამხედრო ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და კიბერთავდასხმებით ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სუვერენიეტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს,“- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა