15-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ზესტაფონში „ფეროს რელსებთან“ მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. „ფეროს რელსებთან“), შპს „ბორანის“ მიერ დაგეგმილია დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 15, 16, 17 და 18 სექტემბერს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო, მაღალი ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე, მესიგნალეების მეშვეობით, ცალმხრივად გავლის რეჟიმში.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ სამუშაო ობიექტზე, განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს