ლადო მგალობლიშვილის ინიციატივა ბიუროს წარედგინება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ორ სხდომაზე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტსა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტზე „კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ კანონის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საკითხი ორივე კომიტეტს უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა.

„საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სფეროების, მათ შორის, კულტურის მხარდამჭერი ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიღებას ითვალისწინებს, რაც გაზრდის კულტურის სფეროს მხარდაჭერის საკანონმდებლო გარანტიებს. საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება კულტურის დაფინანსების მდგრადი და გამჭვირვალე მექანიზმების მხარდაჭერა და განისაზღვრება ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ძირითადი მიზნები და პრინციპები. კომიტეტებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს ვლადიმერ მგალობლიშვილის ახალ ინიციატივას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო