ქობულეთში საოჯახო სასტუმრობის მეპატრონეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გზა გადაკეტეს

ქობულეთში საოჯახო სასტუმრობის მეპატრონეები აქციას მართავენ. მათ პროტესტის ნიშნად ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და "ქართული ოცნების" ოფისთან გზა გადაკეტეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ საოჯახო სასტუმროების მეპატრონებს ბანკებთან შუამდგომლობა გაეწიოთ, რადგან მეორე წელია ტურისტული სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანებას ვერ იხდიან. აქციის მონაწილეების თქმით, გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრით უკმაყოფილო არიან.

მათი თქმით, ჯაბა ფუტკარაძის შემოთავაზების მიხედვით საოჯახო სასტუმროს ყველა მფლობელს დახმარება არ გაეწევა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ხვდება.როგორც მერმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივი მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.თავის მხრივ, აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ მათ მერის ამ განცხადების არ სჯერათ, რადგან მსგავსი განცხადებები წინათაც მოისმინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა