ზუგდიდში ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში თავმოყრილია საკვლევი არეალის ფარგლებში მრავალფაქტორული ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელების დეტალური აღწერა და მიდგომები, რომელიც საფუძვლად დაედება გენერალური გეგმის პროექტს. კონცეფცია განიხილავს როგორც ქალაქ ზუგდიდის განვითარების სტრატეგიას, ასევე მის როლს შავი ზღვის აუზის რეგიონში.

„პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: ქალაქ ზუგდიდის როლი კოლხეთის ეროვნულ პარკთან მიმართებაში, შემოვლითი გზები, ზუგდიდის უბნების განვითარების ხედვა და შიდა საუბნო მომსახურება, ახალი საცხოვრებელი უბნების განვითარება, მდინარის და მისი კალაპოტის მოწესრიგება, ახალი სამანქანო და საფეხმავლო კავშირები, ხიდები, ველობილიკების მოწყობა, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და განვითარება, მიტოვებული სამრეწველო სივრცეების განვითარება, ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგება, ახალი სკოლები და ბაღები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკონომიკური განვითარება, ტურიზმის განვითარება და სხვა.

საჯარო განხილვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქის გენგეგმაზე „არტსტუდიო პროექტი“ მუშაობს, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს