„ნაციონალურმა მოძრაობამ“  4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთდ საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკში გაერთიანდნენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „პროგრესი და თავისუფლება“ და „სახელმწიფო ხალხისათვის“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებულ იოპოზიცია არა თუ იშლება, პირიქით - ფართოვდება.

„საზოგადოებას, ამომრჩეველს, პრესას ბოლო თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია? არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა. პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ბლოკს საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ეყოლება.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურიაში იქნება ოლიმპიური ჩემპიონი, მანუჩარ კვირკველია, ხაშურში - ნატო ჩხეიძე, ბოლნისში - კახა ოქრიაშვილი, მცხეთა-მთიანეთში - ცეზარ ჩოჩელი, რაჭაში - დილარ ხაბულიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა