შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში დაბარებული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ „ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის“

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში, როგორც ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება. გეჯაძე ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის არცერთ დასკვნაში შეუსაბამობა არაა.

"ბოლო ორ ექსპერტიზაში მონაწილეობა მივიღე მეც და ჩემი ცენტრის წარმომადგენლებმაც. ეს არის ის ექსპერტიზები, რომელიც ტრავმის განვითარების მექანიზმს ეხებოდა, ანუ პირველ 8 კითხვას უნდა გაცემოდა პასუხი და მეორე საბოლოო შუალედური ექსპერტიზა ეხებოდა დარჩენილ 20 შეკითხვას, დაზიანებების ხანდაზმულობის საკითხს, წყალში ყოფნის ხანდაზმულობას და ა.შ. მე წარმოვადგენ ბრალდების მოწმეს და როგორც ამ ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის გასაცემად. ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ექსპერტიზების დანიშვნამდეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ის დაზიანებები რაც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა, იზოლირებულად აღებული, რეტროპერიტორიანულად და მუცლის წინა კედლის პროექციაზე სისხლჩაქცევების სახით, მათი ხასიათის და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ეს დაზიანებები გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც ბუნებრივია, შაქარაშვილს გადაადგილების და მოძრაობის რესურს შეუზღუდავდა. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ მოუსპობდა", - განაცხადა გეჯაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა