ფოთში კერძო სკოლის პედაგოგებმა აქცია გამართეს

ფოთში, კერძო სკოლის პედაგოგებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა დისტანციური სწავლების ფორმა გააპროტესტეს.

თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის და სკოლებშიც ყველა პირობაა შექმნილი, რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდეს.

აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართეს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ახალი ბრძანება დაწეროს.

,,დისტანციური სწავლების ფორმა არ არის მისაღები ფორმა, ამაზე ყველა ცალსახად თანხმდება - განათლების სამინისტროს ბრძანებულებაში, რომ სკოლა ვალდებულია, პირველ მეოთხე კლასელებს დასწრებითი სწავლების ფორმა შესთავაზოს. რას ვაკეთებთ დღეს, ანუ დიდ ქალაქებში გამოაცხადეს სასწავლო პროცესი ჩაშლილად, გაკვეთილების ჩატარების ტრადიციული ფორმა არ გვაქვს.

ჩვენი უმორჩილესი თხოვნა არის, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, ამ კვირაშიც შეუძლიათ ახალი ბრძანება დაწერონ, სწავლა არა პირველ ოქტომბერს დაიწყოს, არამედ რაც შეიძლება, სწრაფად. ჩვენს ქალაქში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის. ამიტომ, თუკი უნდა დაიკეტოს სკოლა, მაშინ არ შემოვიდეს ტურისტი, დაიკეტოს სხვადასხვა დაწესებულებები და რას მოგვიტანს ეს? ძალიან დიდ რისკებს! ამიტომ, სკოლების დაკეტვა ესეც არის დიდი რისკის შემცვლელი, რასაც ცოტა ხანში დავინახავთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი მიმართულებით წასული ჩვენი ახალგაზრდა თაობა. ჩვენ გვჭირდება სწავლა, განათლება, დასწრება საკლასო ოთახებში ტრადიციული ფორმით“, - განაცხადა რეგიონალური კერძო სკოლების საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორმა თამარ ფაჩულიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო