დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან საქართველოში ვიზიტით მყოფ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

დავით ზალკალიანმა მწვავედ დასვა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევები, აგრეთვე სოფელ ატოცის, ზემო ნიქოზისა და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი.

აღინიშნა ასევე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ინსტრუმენტების გააქტიურება და დეზინფორმაციული თავდასხმები საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ. მინისტრის განცხადებით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები მიზნად ისახავს ქვეყნაში ვითარების დესტაბილიზაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გალსა და ახალგორში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ მოსახლეობას.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით პროგრესის საჭიროებას. აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აღდგენის აუცილებლობა.

დავით ზალკალიანმა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

მინისტრის თქმით, რომ ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა