პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ეროვნული პრემიის კომისიამ და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიების პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დამტკიცდა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობები.

ეროვნული პრემიის კომისიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიას მწერალი როსტომ ჩხეიძე.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად, ენიჭება ორ პირს, თითოეულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ასევე გაიმართა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის სხდომა. პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

ვაჟა-ფშაველას პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, ენიჭება ერთ პირს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

ეროვნული პრემიის კომისია 2020 წლის 15 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 15/09/01 - საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისია 2020 წლის 15 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 15/09/02 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე