კახა კუჭავა - „ქართული ოცნება" თავიდანვე ჩართული იყო პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავებაში

„ქართული ოცნება" თავიდანვე ჩართული იყო ამ დოკუმენტის შემუშავებაში. შასაბამისად, ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ხელმოწერის მზადყოფნაც დავაფიქსირეთ და მოვაწერეთ კიდეც ხელი ქცევის კოდექსს ,- - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის განცხადებას, რომლითაც ის მიესალმება 14 სექტემბერს საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ქცევის კოდექსის ხელმოწერას.

მისივე შეფასებით, აღნიშნული განცხადება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქცევის კოდექსი, რომელიც შემუშავდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად.

„ისინი აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს გაწეული საქმიანობისთვისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ დოკუმენტის შემუშავებისთვის. ამ განცხადებაში, შვეიცარიული მხარე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, პარტიას მიუერთდნენ და დაიცვან ის ელემენტარული მოთხოვნები, რომელსაც, წესით, ისედაც უნდა იცავდეს ყველა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა არ არის“, - განაცხადა კახა კუჭავამ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარლამენტში განმარტავენ, საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ქცევის კოდექსის შემუშავებაში შვეიცარიული მხარე, გასული თვეების განმავლობაში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეხმარებოდა. კოდექსის იმპლემენტაციის პროცესს შვეიცარია, ასევე, დაეხმარება ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების ხელშეწყობის გზით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა