ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ჰქონდა.

ინფიცირებული კლინიკაშია გადაყვანილი.

"კლინიკაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რეგისტრატორის თანამშრომლის დაინფიცირების შემდეგ სხვას თანამშრომლები, ვინც მორიგე იყო იმ დღეს და კონტაქტში იმყოფებოდნენ, წესების მიხედვით, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ. მიზნობრივი კვლევის შედეგად დადებითი პასუხი მიიღო ერთმა.

ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად მიზნობრივ ჯგუფებს PCR ტესტი უტარდება",- განაცხადეს კლინიკის ადმინისტრაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა