ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით  ოთხი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა, ერთ-ერთი არასრულწლოვანია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

"დაგვემატა ოთხი ინფიცირებული პაციენტი, მათგან ორი ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერია, ორი კი აჭარის კონტაქტი. ამ დროისთვის გვყავს 34 პაციენტი, მათ შორის 7 პნევმონიით", - განაცხადა მაღლაფერიძემ.