ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსი ორ ექთანს დაუდასტურდა

ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსი ორ ექთანს დაუდასტურდა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფიცირების წყარო უცნობია.

ექთნებს კვლევა მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ. კლინიკის ინფორმაციით, დაწესებულება შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.

"ჩვენს კლინიკაში კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის გამო კლინიკის არცერთი განყოფილება არ არის დახურული.

ექთნებს კორონავირუსი მიზნობრივი კვლევის შედეგად დაუდგინდათ. მათი კონტაქტები ფართო წრე არაა და იზოლაციაში არიან გადაყვანილი, ვინც ამ ექთნებთან ერთად მუშაობდა. კლინიკა ჩვეულ რეჟიმით აგრძელებს მკურნალობს. მეოთხე შემთხვევაა უკვე.

კლინიკაში შემომსვლელებს თერმოსკრინინგი უტარდება.

მათი ინფიცირების წყარო უცნობია",- განაცხადეს კლინიკის ადმინისტრაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს