ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრები ხერგიანის ქუჩაზე გამართა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გაგების შესაძლებლობას იძლევა.

„დღის ბოლოს მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები ხერგიანის ქუჩაზე გავმართეთ. ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი. ამ ტიპის შეხვედრები მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ უკეთ გავიცნო მოსახლეობის ინტერესები და ის საჭიროებები, რაც მათ აქვთ. ამ საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებაზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებ“ - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო