ირაკლი ჩიქოვანი - მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირება დასრულდება

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირება დასრულდება. ამის შესახებ მან სოფელ დიდინეძსა და დიდინეძის კახათში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

„სოფელ დიდინეძში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. უშუალო საუბარი გვქონდა, მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად გაზიფიცირება დაასახელა. ზუგდიდში 4 ადმინისტრაციული ერთეულია დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება დასრულდება. ბევრი შეკითხვა იყო სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ყველა თანხმდება, რომ თხილის სექტორს ერთობლივი ჩართულობით დროულად ვუშველეთ” , - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურაც მოეწყობა.

„დიდინეძს და დიდინეძის კახათს ახალი გზა აკავშირებს. ორი წლის წინ აქ გავლა რთული იყო, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სოფელის გაზიფიცირებაც დასრულდა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ბუნებრივი აირი ჩაირთვება და მოსახლეობა უფრო კომფორტულად იცხოვრებს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მათივე ცნობით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს