ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 90 000-ს აჭარბებდა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ს 80 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში რეანიმაციულ განყოფილებებში, საწოლების არასაკმარისი რაოდენობაა, პრობლემები არსებობს ჟანგბადის მარაგთან დაკავშირებითაც.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა