რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ მთავარ საავტომობილო გზებზე მოქალაქეთა თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რეგიონში შემავალ ცენტრალურ საავტომობილო გზებზე საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

აღნიშნულ სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების დეტალური გრაფიკები. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით უკვე დაწყებულია ქუჩების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ადმინისტრაციული და სხვა შენობების დეზინფექცია.

„სულ გაიხსნება 3 პუნქტი მთავარ საავტომობილო გზებზე. კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 1 პუნქტი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი: ერთი ქორენიში-ტვიშის მიმდებარედ, ხოლო მეორე გელავერის უღელტეხილზე. აღნიშნულ პუნქტებზე მოხდება რეგიონში შემომსვლელ და რეგიონიდან გამსვლელ მოქალაქეთა თერმოსკრინინგი 24-საათიან რეჟიმში. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი პუნქტები კი შეწყვეტენ ფუნქციონირებას.

სხდომას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, პოლიციის განყოფილებების ხელმძღვანელები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეგიონული სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო