გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ გვსურს არა პირველი, არამედ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა

გერმანიის მთავრობა ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საზოგადოების ნაწილისთვის 2021 წლის შუა პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი, - შესაბამისი განცხადება გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა და კვლევის მინისტრმა, ანია კარლიჩეკმა გააკეთეს.

ორივე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაქცინებზე მუშაობისას უპირატესობა უსაფრთხოებას ენიჭება.

„ჩვენ გვსურს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. არ არის აუცილებელი, რომ პირველი იყოს,“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

მინისტრების განმარტებით, ქვეყნის 750 მილიონი ევროს ოდენობის საკვლევი ფონდიდან ინვესტირება ძირითადად სამ კომპანიაში BioNTech-ში, CureVac-სა და IDT Biologika-ში განხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა