განათლების სამინისტროს განმარტებით, მე-10 სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების გასვლას უკავშირდება

განათლების სამინისტროს განმარტებით, მე-10 სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების გასვლას უკავშირდება. ამის შესახებ განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება და დირექტორებს, რომელთაც უფლებამოსილება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო უწყდებათ, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში.

„საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.

კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებისა და ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სავარაუდოდ, სკოლის დირექტორის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი სკოლის შენობის რეაბილიტაციის საკითხებში მისი აქტიურობა გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა