აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე - აჭარა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს უმკლავდება

აჭარა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს უმკლავდება, - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ. მისი განცხადებით, რეგიონში შემთხვევათა მატება მოსალოდნელია.

ნონა ეფაძის ინფორმაციით, ბინაზე მართვის პროტოკოლი მუშავდება და მალე შესაბამისი განცხადება გაკეთდება.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 არასრულწლოვანი და რამდენიმე სამედიცინო პერსონალია

"გასული დღე -ღამის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4000-ზე მეტი პისიარ ტესტირება. აქედან გამოვლენილი ახალი შემთხვევა არის 144. აქედან უმეტესი წილი ისევ და ისევ უკავშირდება გამოვლენილი დადებითი შემთხვევების კონტაქტებს, რომლებიც იყვნენ იზოლაციაში და მიზნობრივად ჩაუტარდათ ტესტირება. ასევე არის საკარანტინე სივრციდან ორი შემთხვევა.

კლინიკაში მკურნალობას გადის 321 პაციენტი. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კონტროლის ქვეშ. ზოგადად ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება ამ გაზრდილ შემთხვევებს.

შემთხვევათა მატება მოსალოდნელია და შესაძლებელიც არის, რომ მომდევნო დღეებში მიზნობრივ ჯგუფებში, გამოვლენილ მინიკლასტერების ირგვლივ, ისევ გაიზარდოს.

მთავარი მიზანია შემთხვევათა გავრცელების შეჩერება, ყველა რისკის ქვეშ მყოფი პირის იზოლირება.

ბინაზე მართვას რაც შეეხება, ეს პროტოკოლი მუშავდება და ამაზე განცხადება გაკეთდება.

ინფიცირებული გვყავს სამედიცინო პერსონალიც, 15-მდე არასრულწლოვანია, 9-მდე ორსული. მოხუცთა თავშესაფარში ახალი შემთხვევა არ გვაქვს.

ჯანდაცვის სისტემა მუშაობს გამართულად და პაციენტების რაოდენობას უმკლავდება. დღესდღეობით ყველაფერი არის მართვადი", - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა