შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი მათ თანხმლებ პირებს ამხელენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი მათ თანხმლებ პირებს ამხელენ.

ამასთან, როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასაკითხი ექსპერტები გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

„წარმოდგენილი გვყავს ექსპერტები, როგორც სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროდან, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში და გაცემული აქვს დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია სხეულზე მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა და მექანიზმი, ამ მექანიზმით დადგინდა, რომ დაკავებულებს ჩადენილი აქვთ ბრალად შერაცხული ქმედება. რაც შეეხება სრულწლოვან პატიმრებს, გამოძახებულია გიგა ტატიაშვილი, მან გამოთქვა სურვილი და მისცემს სასამართლოს ჩვენებას. გამოძახებულია ასევე ნიკა ჟვანია, თუმცა, არ ვიცით მისცემს თუ არა ის ჩვენებას.

აღნიშნულ პირებს გამოძიების ეტაპზე მიცემული აქვთ მნიშვნელოვანი ჩვენება და ისინი ამხელენ მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. რაც შეეხება ტატიაშვილს, მას სახელითა და გვარით აქვს იდენტიფიცირებული მასთან ერთად მყოფი პირები. სწორედ ამ საკითხებზე დავუსვამთ მხარეები კითხვებს", -განაცხადა გუგუტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა