კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მერია კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს უკეთებს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ მერია სხვადასხვა სახის კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს უკეთებს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ყველა ღონისძიებას თავისი ორგანიზატორი ჰყავს და მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს კონცერტებს, სხვადასხვა სახის ღონისძიებას. მიდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ღონისძიებას ჰყავს თავისი ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ორგანიზატორი არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა, შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იმისთვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეს. შესაბამისად, ის ცრუ და ტყუილი ინფორმაცია, თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, დედაქალაქის მერია სხვადასხვა მიმართულებით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აფინანსებს. ამასთან, კალაძე მიმართავს ფოტოგრაფებს და აცხადებს, რომ მერია მათ არსებული პროგრამების ფარგლებში დაეხმარება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენელებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება კონცერტები, მომღერლები, ბენდები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები, ამას გავაგრძელებთ და ადამიანებს პრობლემის წინაშე პირისპირ არ დავტოვებთ, გევრდში დავუდგებით, ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარი იქნა მოძიებული, რომ ხელი შევუწყოთ ამ მძიმე ვითარებაში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა