ექიმის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 143 პაციენტიდან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 143 პაციენტიდან 9 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 9-დან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, 72 პაციენტს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.

„დღეს დილისთვის კლინიკაში 143 პაციენტი ირიცხება, 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 9 -დან 4 -ის მდგომარეობა ფასდება მძიმედ. აპარატზე არცერთი პაციენტი არ არის.

განყოფილებაში 72 პაციენტია, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნებათ. გუშინ 22 პაციენტი შემოვიდა, ხოლო 15 გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.

რამდენიმე პაციენტზე PCR ტესტირება აღებულია და ვნახოთ პასუხები, რომელიც შუადღის შემდეგ იქნება ცნობილი.

დღის განმავლობაში კიდევ დაახლოებით 14 პაციენტის გადაყვანას ვაპირებთ საკარანტინო ზონაში",- განაცხადა გია კიკაბიძემ.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 144 შემთხვევა გამოვლინდა.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)