ქვემო ქართლის რეგიონში, კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დილიდან ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები გარდაბანში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, სამივე გასულ დღეებში დაფიქსირებული შემთხევების კონტაქტია და შესაბამისად მათი ინფიცირების წყაროც ცნობილია.

„სადეზინფექციო სამუშაოებს ჩვენ პერიოდულად ვატარებთ, ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების, სკვერების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და საჯარო დაწესებულებებში არსებული ფართების დამუშავება სპეციალური ხსნარით, ასევე სავაჭრო ობიექტებისა და ხალხმარავალი ადგილების დეზინფექცია“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს