დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს სრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაასრულოს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, წყლის დებიტის სიმცირის გამო, ორივე სოფლის მოსახლეობას წყალი სამ დღეში ერთხელ - 2 საათით მიეწოდება.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის ახალი სათავე ნაგებობები, ჭაბურღილი, სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურის და რეზერვუარს. გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფლის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 4 700 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა