ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის  გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადების შეტანას გეგმავს

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადების შეტანას გეგმავს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტელევიზიის გენერალური დირექტორის შერჩევა არჩევნებამდე ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ტესტი იქნება.

„ნამდვილად ვაპირებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადების შეტანას. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ბუნებრივია თავისი კანდიდატურის და მის მიერ კონტროლირებადი კანდიდატურის გაყვანას ეცდება? უპირველესად იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. როგორ? სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ დარჩება მხოლოდ ტელევიზიად. პირიქით, ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში და მით უფრო, ტოტალური „ფეიქ ნიუსების“ პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის თავზე უნდა აიღოს საზოგადოების ფართო მასების განათლების ფუნქცია, რათა ისინი შეიარაღებული იყვნენ ყალბი ინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ. ამავდროულად, ამ საინფორმაციო ომის მთავარი მიზანი არის სწორედ საზოგადოების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაშლა და დაქსაქსვა. ამის საპირისპიროდ სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეძლოს, დაისახოს მიზნად პროგრესსა და აღმშენებლობაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოებისა მშენებლობა. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სასიცოცხლოდ აუცილებელი როლი უნდა იყოს თანამედროვე ინტერნეტსივრცისა და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობების წარმატებისთვის სწორი ორიენტირების მიცემა“,-აცხადებს ლაგაზიძე.

მისი განმარტებით, მოახდენს თუ არა ხელისუფლება სამეურვეო საბჭოზე ზეწოლას, ეს მათი ზუსტი დიაგნოზი იქნება, თუ როგორ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მოქცევას.

„რატომ ვაპირებ ფაქტობრივად უთანასწორო ბრძოლაში შესვლას? იმიტომ, რომ ეს არჩევნები მესახება თვენახევარში გასამართი დიდი არჩევნების რეპეტიციად. ვგულისმობ საპარლამენტო არჩევნებს. ახლა როგორ მოიქცევა ხელისუფლება, მოახდენს თუ არა სამეურვეო საბჭოზე ზეწოლას, გაიყვანს თუ არა ძალით საკუთარ კანდიდატურას, ეს იქნება ხელისუფლების ზუსტი დიაგნოზი, როგორ აპირებს ის მოიქცეს საპარლამენტო არჩევნებში და რა სახის ზეწოლა განახორციელოს ამომრჩეველზე. ეს იქნება ხელისუფლების დიაგნოზი, როგორც საზოგადოების შიგნით,ასევე დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასე, რომ ეს არის ხელისუფლების ძალიან სერიოზული ტესტი არჩევნებამდე დარჩენილ თვენახევარში“,-აღნიშნავს ლაგაზიძე.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში მიზანი მიღწეული იქნება, რადგან „ხელისუფლების სახეს ფარდა აეხდება“.

„ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ბრძოლიდან გამარჯვბული გამოვალ. თუ მომეცემა საშუალება გავაკეთო ის, რა დღეს ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციიდან ხომ კარგი და გადასარევი, თუ ამის საშუალება არ მომეცემა, საზოგადოება გავუწევ ძალიან დიდ სამსახურს, დაინახოს კიდევ ერთხელ ამ ხელისუფლების სახე, როგორ აპირებს ის საპარლამენტო არჩევნებში სხვადასხვა მანიპულაციებით საზოგადოებაზე ზეწოლას. ასე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი მიზანი მიღწეული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში წაუგებელ თამაშში შევდივარ და საზოგადოების გვერდით ვარ, ვიქნები საზოგადოების გამაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციიდან თუ შევძლებ ხელისუფლების ქმედებებს და სახეს კიდევ ერთხელ ფარდა ავხადო“,-აცხადებს ლაგაზიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა