კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ერთი დაკავშირებულია მატანის კლასტერთან, ორი გამოვლიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ინფიცირებულები შსს-ს თანამშრომლები არიან. მათ ვირუსი გეგმური ტესტირებისას დაუფიქსირდათ. ორივე მათგანს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხში, რომელიც დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობის ისტორიასთან. დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 13, ხოლო კახეთის რეგიონის მასშტაბით 28 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, სოფლის შესასვლელ- გასასვლელში, სპეციალურად მოწყობილ კარვებში რჩებიან ეპიდემიოლოგები და ადგილობრივებს ტესტირებას უტარებენ, სამართალდამცველები კი მგზავრებს თერმოსკრინინგზე ამოწმებენ.

კახეთიდან ლაბორატორიაში კვლევისთვის გაგზავნილი ნიმუშებიდან 520 ბიოლოგიური მასალის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა