თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება

ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, რეგიონის და კერძოდ, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ჩვენ დისტანციურად ოპერატიული შტაბის ფორმატში ჩავერთეთ. ადგილზე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ჩვენ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტად პროაქტიურად მოვახდინოთ თერმოსკრინინგი მთლიანად ქალაქში და შესაბამისად, თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა, როგორც აქამდე ხდებოდა. ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს არანაირ დამატებით საკარანტინო ღონისძიებების შემოღებას ქალაქში.

ბათუმი და აჭარა არ იკეტება და არ განიხილება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების მიღება, ამიტომ, მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ბათუმელებს მინდა თხოვნით მივამართო, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ამავე დროს, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მობილობა შემდეგ დღეებში იყოს მინიმალური და რამდენიმე დღეში ჩვენ ველოდებით, რომ ეს დინამიკა გამოსწორდება და გვექნება კიდევ უფრო მეტად დამაიმედებელი ეპიდემიოლოგიური პროგნოზი",- განაცხადა რიჟვაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა