ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართველმა და ბრიტანელმა სამხედროებმა კომბინირებული ოპერაცია ჩაატარეს

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში, ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია - ობიექტის დაპყრობა და წმენდა გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ოცეული და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ასეული მონაწილეობდა.

„სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული სამედიცინო საევაკუაციო ვერტმფრენი „შავი ქორი“. სცენარის მიხედვით, კომბინირებული ოპერაცია ობიექტზე არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახებით დაიწყო. ობიექტზე, რომელიც მოწინააღმდეგის მხარეს ჰქონდა დაკავებული, ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ქვედანაყოფის მიერ გარღვევა განხორციელდა. ობიექტის დაპყრობისა და წმენდის ოპერაციის შესრულებისას ერთი სამხედრო დაიჭრა. მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება დაუყონებლივ აღმოუჩინეს და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით ამერიკული „შავი ქორით“ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა