გიორგი ვაშაძე - როგორც კი პრემიერი გავხდები, ვიღებ ვალდებულებას, შევასრულო ყველა ის დაპირება, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას გულისხმობს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხელი მოაწერა მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანახმების საერთო დოკუმენტს, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ვაშაძის განმარტებით, შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სუს-ში განსახორციელებელი ძირეული რეფორმები.

„ამ მიმართულებებზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ესენია პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება; თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა. რაც შეეხება პროკურატურას, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას; პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება; ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა,” –აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, რეფორმის მნიშნელოვანი ნაწილია სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, ასევე დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

„დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოვაწერეთ აღნიშნული რეფორმების საერთო დოკუმენტს. ვფიქრობ, ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ქვეყანაში მძვინვარებს კრიმინალი, პოლიცია არ არის დამოუკიდებელი და ჩვენ ვგეგმავთ, გავაკეთოთ საერთო რეფორმა, რომელიც გულისხმობს ამერიკული მოდელის პოლიციის შექმნას საქართველოში, ეს იქნება დამოუკიდებელი საპატრულო პოლიცია, პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელების, ამერიკული მოდელის საგამოძიებო ბიუროს ჩამოყალიბების სახით, შესაბამისი სახელფასო უზრუნველყოფის ზრდის პერსპექტივით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალთან ბრძოლის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება პროკურატურას, ის უნდა გამოეყოს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციას, ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გამოძიების გამჭვირვალობის კუთხით. ეს არის ის კომპოზიცია, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს პირველ რიგში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მეორეს მხრივ, პოლიტიკის ჩარევისგან გაათავისუფლებს ერთხელ და სამუდამოდ სამართალდამცავ უწყებებს. როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი, ვიღებ ვალდებულებას, სხვა ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად შევასრულოთ ყველა ეს დაპირება, “ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა