მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია „სახლობანას თამაშობს“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმება არასერიოზულია. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია სახლობანას თამაშობს.

“არანაირი ზედმეტი შეფასება არ უნდა ამას. ახლა დაიწყეს სახლობანას თამაში, რომ მათ აქვს რაღაც შანსები, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი გამორიცხულია, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც შანსები. რაც არ უნდა დაიწყონ სახლობანას თამაში და ჩამოწერონ ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუს-ს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს დარჩება ისევ ნათამაშებად, როგორც აქამდე თამაშობდნენ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი, რომელმაც საკუთარი რეიტინგი კარგად იცის, ასეთ მემორანდუმებს აფორმებს”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათი განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა