გორში პროექტი - „აღმოაჩინე შენი რეგიონი - ახალგაზრდები ტურიზმის სამსახურში“ ხორციელდება

„აღმოაჩინე შენი რეგიონი - ახალგაზრდები ტურიზმის სამსახურში“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საზოგადოება ,,ბილიკი” ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, პროექტი მიზანად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობას ტურიზმის სფეროში, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაცნობას, აგრო და ეკოტურიზმის პერსპექტივების შესწავლას. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები შეირჩნენ კონკურსის წესით.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემებზე - „ეკოტურიზმის პერსპექტივები შიდა ქართლში“, „ტურიზმი და მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტები“ და „აგროტურიზმი და მისი განვითარების გზები, სოფლის ტურიზმი შიდა ქართლში“.

„განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას, რომლის საშუალებითაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ბევრ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას იღებენ. ამის დასტურია აღნიშნული პროექტიც, რომლის ფარგლებშიც გარდა თეორიული აქტივობებისა მოეწყო გასვლითი ტურებიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ატენის ხეობაში. ახალგაზრდებმა მოინახულეს ჩანჩქერი და ღვინის მარანი ,,შატო-ატენიც“. ისინი გაეცნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც, ლაშქრობის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გორში პროექტი - „აღმოაჩინე შენი რეგიონი - ახალგაზრდები ტურიზმის სამსახურში“ ხორციელდება

„აღმოაჩინე შენი რეგიონი - ახალგაზრდები ტურიზმის სამსახურში“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საზოგადოება ,,ბილიკი” ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, პროექტი მიზანად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობას ტურიზმის სფეროში, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაცნობას, აგრო და ეკოტურიზმის პერსპექტივების შესწავლას. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები შეირჩნენ კონკურსის წესით.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემებზე - „ეკოტურიზმის პერსპექტივები შიდა ქართლში“, „ტურიზმი და მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტები“ და „აგროტურიზმი და მისი განვითარების გზები, სოფლის ტურიზმი შიდა ქართლში“.

„განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას, რომლის საშუალებითაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ბევრ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას იღებენ. ამის დასტურია აღნიშნული პროექტიც, რომლის ფარგლებშიც გარდა თეორიული აქტივობებისა მოეწყო გასვლითი ტურებიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ატენის ხეობაში. ახალგაზრდებმა მოინახულეს ჩანჩქერი და ღვინის მარანი ,,შატო-ატენიც“. ისინი გაეცნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც, ლაშქრობის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია