კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 3 შიდა ქართლში დაფიქსირდა

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან სამი შიდა ქართლში დაფიქსირდა. „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამი ნიმუშის პასუხი დადებითია“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

მისივე ინფორმაციით, პირები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდგინდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

„14 და 15 სექტემბერს აღებული ნიმუშებიდან სამი დადებითია, სამივე ინფიცირებული, ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ჩატარებული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ფარგლებში, დადგენილია ამ ადამიანებთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფ პირთა წრეც და ისინიც გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. დაინფიცირებულები კი სამკურნალოდ სპეციალურ კოვიდ კლინიკებში მოთავსდნენ. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. სოფელ ქიწნისის მეურნეობის შესასვლელთან კვლავ მოქმედებს საკონტროლო პუნქტი და ყველა მოქალაქე, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდება, თერმოსკრინინგს და PCR ტესტირებას ექვემდებარება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორტის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა