შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისა და კონკრეტული მიმართულებებით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო.

მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს