აჭარის უმაღლესი საბჭო - ლადო მგალობლიშვილის ინიციატივა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის მზადაა

„კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ და მისგან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ , შენიშვნების გათვალისწინებით, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საკანონმდებლო პაკეტი მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

ვლადიმერ მგალობლიშვილის განცხადებით, ინიციატივის მიღების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურის სფეროს მხარდაჭერის სამართლებრივ - ორგანიზაციული საფუძვლების დარეგულირება, აჭარის ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ძირითადი მიზნებისა და პრინციპების განსაზღვრა კულტურის მხარდაჭერის მიზნით.

„პროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭო ა) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის მხარდაჭერის ძირითად მიმართულებებს; ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ კულტურის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტს; გ) პერიოდულად ისმენს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის ანგარიშს კულტურის მხარდაჭერის რეგიონული პოლიტიკის გატარების შესახებ. კანონის პროექტში ასევე გაწერილია აღამასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები. ამასთან, კანონის ამოქმედებიდან, ამავე კანონით განსაზღვრულ ვადაში აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კულტურის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა