ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მევენახეებმა აქცია გამართეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში აქცია გაიმართა. ადგილობრივების ნაწილი სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ყურძნის ფასის ზრდასთან ერთად, ღვინის ქარხნების გახსნაც მოითხოვა.

ისინი ამბობენ, რომ 1 კგ. საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1.50 -დან 1.70 - მდე მერყეობს,რაც მოსავლის მოსაყვანად გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

ისინი ხელისუფლებას საწარმოებთან შუამდგომლობას და ფასის 2.50 თეთრამდე გაზრდისკენ მოუწოდებენ.

"ყველაფერი გაძვირდა, დოლარის კურსი იწევს, მაგრამ ყურძნის ფასს ყოველ წელს აკლდება. ვითხოვთ, დაგვეხმაროს მთვარობა,სასაცილოდ აგდებაა, რასაც ახლა იხდიან. გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობს ქარხნები,რის გამოც რიგში ყოფნა გვიწევს და ყურძნის ხარისხი იკლებს. 2.50 ლარი მაინც გადაგვიხადონ. ამით ვარჩენთ ოჯახებს და შემოთავაზებული თანხით, ხარჯებსაც ვერ ავანაზღაურებთ“,- აცხადებენ ფერმერები.

მევენახეების პროტესტი მოისმინეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით,ფასის დარეგულირება კომპანიასა და ფერმერს შორის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

რაც შეეხება ქარხნებს, როსტომ სესიაშვილი განმარტავს, რომ ყველა ქარხანაში აქტიურად მიმდინარეობს ყურძნის მიღება, რიგები კი რთველის მიმდინარეობისას ბუნებრივი პროცესია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა