დაჭრილი მორაგბის მეგობრის განცხადებით, რამაზ ხარაზიშვილი თავს კარგად გრძნობს

რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის მეგობრებს.

ჟურნალისტების კითხვაზე,უკავშირდება, თუ არა თანხების განაწილებას რაგბის კავშირში მომხდარი სროლა, რა დროსაც მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დაიჭრა, დაჭრილის მეგობარი გიორგი მოსულიშვილი აცხადებს, რომ დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს და იმედოვნებს, რომ დაპირისპირების მიზეზებს გამოძიება გაარკვევს.

"საბედნიეროდ კარგად არის. არ ვიცი, რით აქვს ჭრილობები მიყენებული. დაპირისპირების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამაზის მდგომარეობა იყო.ამის გასარკვევად მოვედით საავადმყოფოში",- განაცხადა გიორგი მოსულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, დაჭრილია მორაგბე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა