კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, კატი პირისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის თაობაზე, რომლის განხილვაც 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა. ასევე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინასაარჩევნოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას, კატი პირი იყო საკითხზე მომხსენებელი. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საუბარი. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე მას საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან ვგრძნობთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე არჩევნების დღეს დაცული იყოს კორონავირუსისგან“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ევროპარლამენტარმა წარმატებულად შეაფასა კოვიდ-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა და მიღწეული წარმატება, ასევე, საკონსტიტუციო რეფორმა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები.

„კატი პირიმ წარმატებები გვისურვა და გამოთქვა დიდი სურვილი, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლად ჩამოსვლის შესახებ, თუ COVID-19-ის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა იქნება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა